კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ნორჩი გამომგონებლები

მალე ქართულ ბაზარზე ჰაერის გამწმენდი ინოვაციური სისტემა გამოჩნდება.

გამოგონება, რომელმაც ქართველ ტყუპ ძმას საერთაშორისო წარმატება მოუტანა,  გაზის გაჟონვის შესახებ მომხმარებელს წინასწარ სმს-შეტყობინებას გაუგზავნის. დემეტრე და გიორგი კაჭკაჭიშვილები ნახევარი წლის ნამუშევრის დაპატენტებას აპირებენ.

სახაზავით, ორი ნათურით და რამდენიმე სადენით ნახევარი წლის წინ ტყუპი ძმა დიდი მიზნის განხორციელებას შეუდგა.

ხელსაწყო, რომელიც ჰაერში  გაზის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს აფიქსირებს და მომხმარებელს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ სმს-შეტყობინებას უგზავნის, ერთადერთია და მისი გამომგონებლები 15 წლის დემეტრე და გიორგი კაჭკაჭიშვილები არიან.  ეისიესმა იგივე ჰაერის გამწმენდმა სისტემამ ძმებს  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოუტანა.

კაჭკაჭიშვილებისთვის მთავარი ინსპირაცია გაზის გაჟონვის გახშირებული შემთხვევები და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. მათი თქმით,  ქვეყანაში არ არსებობს ხელსაწყო, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, მომხმარებლის დროულად ინფორმირებაზე და გაზის მიწოდების ავტომატურად  შეწყვეტაზე იმუშავებდა. უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მუდმივი მობილიზება სისტემის მთავარი დანიშნულებაა.

ჰაერის გამწმენდი სისტემა ძმების თქმით, ჯერ კიდევ დასახვეწი და გასამართია. მათი სამომავლო გეგმები ხელსაწყოს უკაბელო სისტემაზე გადასვლას და სმს-შეტყობინების მომსახურების გაუმჯებესებას უკავშირდება. ნორჩი გამომგონებლები უცხოელი ბიზნესმენების მიერ შემოთავაზებულ დაპატენტებაზე უარს ამბობენ და ბაზარზე პროდუქტის საქართველოს სახელით გატანას აპირებენ.

ტყუპი ძმა ოცნების განხორციელებას "იუჯი ლიმესის” რობოტექნიკისა და ელექტრონიკის  სკოლას უკავშირებენ. აკადემიაში ნორჩ გამომგონებლებს მალე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები