კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
"ქართული ოცნების" მაჟორიტარები მცხეთაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა მთიანეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდადატები წარადგინა.

მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ისე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იქნება, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი კი -  ჩვენ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

„მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ წარმოგიდგენთ დიმიტრი ხუნდაძეს. ბატონი დიმიტრი გახლავთ პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი და გამორჩეული დეპუტატი. იგი გახლავთ არაერთი  საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. მცხეთელები კარგად იცნობთ მას, დარწმუნებული ვარ, რომ მას თქვენი მხარდაჭერა ექნება და თქვენ ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში. მინდა გითხრათ, რომ გაერთიანდა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქები და გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად ჩვენ ვასახელებთ გამოცდილ პარლამენტარს, მთის კანონის თანაავტორს, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს. არც მას სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ზაქრო ამ კუთხის შვილია, მთიანეთის ნამდვილი პატრიოტია და, დარწმუნებული ვარ, არ მოგაკლებთ მის ყურადღებას“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა  განცხადებით, ვინაიდან გაერთიანდა სამი რაიონი, ყაზბეგის, სტეფანწმინდისა და დუშეთის რაიონებს ეყოლებათ წარმომადგენლობა უკვე პროპორციულ საპარლამენტი სიაში, რათა მოსახლეობის ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები