კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიში

წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა თუმცა ცალკეული აქტივობა ფიქსირდება-

როგორ გარემოში უხდებათ პოლიტიკოსებს ამორჩეველთან შეხვედრა- შუალედური კვლევის შედეგები დღე ,,სამართლიანი არჩევნების“  ინიციატივით გასაჯაროვდა.
გასულ წლებთან შედარებით მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს , თუმცა დარღვევები მაინც ფიქსირდება.

კამპანია ოფიციალურად დაწყებულია.ჯერჯერობით  პოლიტიკოსები  ამომრჩევლებთან შეხვედრებს იშვიათად მართავენ- ასეთია სამართლიანი არჩევნების ანგარიშის ზოგადი შეფასება.

ორგანიზაცია მონიტორინგს მიმდინარე წლის 1დან 18 ივლისამდე ახორციელებდა.   წინა წლებთან მიმართებაში  წინსვლას შეინიშნება , თუმცა  კვლევის ავტორები იმასაც უსვამენ ხაზს რომ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში არ გადასულა. კონკრეტულ საკითხებზე, რომელი პარტიის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობის, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი - ნახეთ სიუჟეტში.

მონიტორინგის შედეგებში ბათუმის ყოფილი მეთაურისთვის ფეხსაცმლის სროლის გარდა, თავად ლევან ვარშალომიძის მხრიდან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაც მოხვდა.

ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებში აჭარის ყოფილი მეთაურის მხრიდან ამ ქმედებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

ვარშალომიძის გარდა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს  უმრავლესობის დეპუტატ რიმა ბერიძის სახელიც უკავშირდება. ორგანიზაციაში ბერიძის ინიციატივას,  რომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარონ, წინასაარჩევნოდ მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

აქცენტი კეთდება პოლიტზეწოლაზეც მუქარის კონკრეტულ  შემთხვევებზე ინფორმაცია ორგანიზაციას პლატფორმა „ახალმა საქართველომ“ მიაწოდა.

კვლევის ავტორებმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცალეკულ ფაქტებზეც ისაუბრეს.

ანგარიშში ვკითხულობთმ, რომ 18 ივლისს ქართული ოცნების ქუთაისში გამართული  პარტიული ღონსიძიების შესახებ ინფორმაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტმნა საკუთარ ფეისბუქის გვერდსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ეჭვს კიდევ ერთი საკითხი იწვევს. კონკრეტულად,  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების  გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პარალელურად.

სამართლიან არჩევნებში უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროცესში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრეს.

ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგში საარჩევნო კოდექსში  შესული ცვლილებებიც მოხვდა, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა და ხელისუფლებას რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებელია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები