კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
''ფარული ჩანაწერების'' საქმე
ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაკავებული ხუთი  პირიდან სამს საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ საპროცესო შეთნხმებას გაუფორმებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს, თუმცა ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებს და შესაბამისად არც პროკურატურის შეთავაზებას თანხმდება.

გიორგი ფოფოხაძის თქმით, ბრალდების მხარეს საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს, ამიტომაც საქმის დახურვას  ბრალდებულებთან გარიგებით  ცდილობს

ბრალდებულები,რომლებთანაც შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს  ბრალს აღიარებენ, თუმცა კიდევ რა უდევს საფუძვლად მათთან შესაძლო საპროცესო გარიგებებს უცნობია. სწორედ ამ დეტალების გასაჯაროვებას ითხოვს პოლიტიკოსთა ნაწილი და არასამთავრობო სექტორი .ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი მძიმე დანაშულის მიმართ სახელმწიფოს ლოიალურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მსგვასი ტიპის დანაშული წაახალისოს

დატოვებენ  თუ არა საპყრობილეს ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ბრალდებით დაკავებული პირები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა 2 აგვისტოს  ჩნიშნულ სასამართლო სხდომაზე გაირკვას, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ინგა ჩატოიანი უკვე რამდენიმე თვეა, გირაოს სანაცვლოდ თავისუფალია

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები