კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თათბირი ''ზესტაფონის ფეროს'' ქარხანაში

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ხელმძღვანელობას თანამშრომლები ზეწოლაში ადანაშაულებენ. საქმე არჩევნებს ეხება.

ქარხანაში მომუშავეები ამბობენ, რომ თათბირზე მათ ამავე ქარხნის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, რომელსაც ზესტაფონის მაჟორიტარობა აქვს გადაწყვეტილი.

გოგა ბრეგაძე ერთადერთია, ვინც ღიად საუბრობს ზესტაფონის  ფეროშენადნობ ქარხანაში ჩატარებული თათბირის შესახებ. თანამშრომლი გვიყვება, რომ პერსონალ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა მოუწოდა, რომ მხარი ამავე ქარხნის ერთ-ერთი მიმართულების დირექტორისთვის დავით ჭანტურიასთვის დაეჭირათ, რომელსაც ზესტაფონის მაჟორიტარობა სურს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც აპირებს.

გოგა ბრეგაძის თქმით, თანამშრომლის ნაწილი მხარდაჭერას სულ სხვა ადამიანს ილია კოკაიას უცხადებდა, რომელსაც ასევე სურს ზესტაფონის მაჟორიტარობა.

ილია კოკაია სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობს, თუმცა პირად საუბარში ხალხის მხარდაჭერას დადებითად აფასებს და აზუსტებს, რომ ჯერ-ჯერობით ის როგორც კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.

რაც შეეხება შპს ჯორჯიან მანგანეზის ერთ-ერთი მიმართულების დირექტორს დავით ჭანტურიას - ის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ცნობას მის წინააღმდეგ მიმართულ კამპპანიად აფასებს.

შპს ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თათბირის ჩატარებას ადასტურებს, თუმცა უარყოფს რომ შეკრების დროს დირექტორმა თანამშრომლებს დავით ჭანტურიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ფეროშენადნობ ქარხანაში ჩატარებუყლი თათბირის შესახებ ინფორმაცია აქცს ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“. ნინო ლომჯარიამ გვითხრა, რომ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მისი ორგანიზაციის კოორდინატორი ადგილზე მუშაობს.

„სამართლიანი არჩევნები“ ფაქტზე დასკვნას მალე დადებს. არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის შესაძლო ამ 2 კანდიდატიდან, ჯერ  არცერთი არ დარეგისტრირებულან.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები