კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ტერაქტების ქრონოლოგია
ოსლოში განვითარებული ტრაგედიიდან  ზუსტად  5 წლის თავზე  ევროპა   მორიგმა სისხლიანმა თავდასხმამ   შეძრა,  მიუნხენი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია,   თუმცა  აღნიშნული  არც  პირველია და  სავარაუდოდ  არც  უკანასკნელი,

ვინაიდან   ტერორისტები  თავდასხმებით  ისევ იმუქრებიან ,  ბოლო პერიოდში  ევროპაში  განხორციელებული ტერორისტული აქტები  თამარ ილურიძემ  გაიხსენა

ნორვეგიაში  თავდასხმიდან ზუსტად ხუთი წლის შემდეგ სისხლიანი 22 ივლისი გერმანიაში დადგა.

გერმანია ბოლო ერთ კვირაში ორჯერ აღმოჩნდა უძლური მსოფლიო ტერორიზმის წინაშე.  19 ივლისს, ბავარიის ტერიტორიაზე  ქალაქ ვურცბურგში ნაჯახით და დანებით შეიარაღებული 17 წლის ავღანელი მოზარდი თავს მგზავრებს დაესხა და 4 მგზავრი მძიმედ დაჭრა.

თავდამსხმელი სამართალდამაცავებმა ადგილზე მოკლეს, მოგვიანებით კი, მის ნივთებს შორის ე. წ ისლამური სახელწმიფოს დროშა იპოვეს.

მანამდე ტერორისტების სამიზნე ნიცა გახდა. საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკურორტო ქალაქი, სადაც ყოველ ზაფხულს თავს უამრავი ტურისტი იყრის. მოქალაქეები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ, ამ დროს კი მოედანზე დიდი სისწრაფით სატვირთო ავტომანქანა შევარდა და ცეცხლი გახსნა. ტერაქტის დროს 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვები. გარდაცვლილებს შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქეც.

საფრანგეთი ბოლო ორ წელში ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. 13 ნოემბრის ღამეს, პირველად სროლის ხმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გაისმა, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ოც მოქალაქეს გაუხსნა, ამავე დროს რამდენიმე თავმდამსხმელი კი შეძახილებით „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზშიც შეიჭრა და 80 მძევალი მოკლა. ტერორისტები გამოჩნდენენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ბარებსა და რესტორნებში. ცხელ ცერტილებში იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც.

იანვარში სოლიდარობის მსვლელობაში მსოფლიოს ორმოც ლიდერს შორის იყვნენ ისინიც, ვინც რამდენიმე თვეში ტერაქტს გადაურჩნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, შინაგან საქმეთა მინისტრი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 13 ნოემბერს, სტად დე ფრანისი სტადიონზე საფრანგეთისა და გერმანიის ამხანაგურ მატჩს ესწრებოდნენ. ამხანაგური თამაში შემზარავ მატჩად იქცა.

საფრანგეთში დღემდე არაერთი გასროლა და აფეთქება მოხდა. სატირულ ჟურნალზე თავდასხმას 12 ადამიანი შეეწირა, მოგვიანებით კი სპეცოპერაციისას მსვლელობისას ეჭვმიტანილებს და პოლიციელებს შორის სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა.

ალ ქაიდას ტერორისტებმა თქვეს, რომ თავდასხმა ამ კარიკატურების გამოქვეყნებას მოჰყვა.

ყველაზე სისხლიანი ტერაქტი ბელგიაში, საფრანგეთის ტერაქტების მსგავსად პასუხისმგებლობა აისისიმ აიღო.  22 მარტს, ორ აფეთქებას აეროპორტში და თავდასმას მეტროსადგურში ტერორისტების ჩათვლით 34 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ე.წ.  ისლამური სახელწმიფოს თავდასხმის ობიექტი ბოლო რამდენიმე თვეში სტამბოლი აღმოჩნდა.

თავდასხმა ათათურქის აეროპორტზე 28 ივნისს მოხდა, თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა აეროპორტის საერთაშორისო ფრენების მეორე ტერმინალში, ავტოსადგურებზე და რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალის შესასვლელში. ტერაქტის დროს 46 ადამიანი დაიღუპა და 239 ადამიანი დაშავდა

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები