კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
გიორგი პაპუაშვილის განცხადება და შეფასებები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხმაურიანი განცხადებიდან დღეს მესამე დღე გავიდა, გიორგი პაპუაშვილი ამ დრომდე არ მისულა

არც მთავარ პროკურატურაში, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არც მთავრობის კანცელარიაში, მოსამართლე კოლეგებთან ერთად ბათუმშია და სულ სხვა საქმეს განიხილავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ პაპუაშვილის განცხადების უგულებელყოფა არ მოხდება და გამოძიება ეფექტური იქნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დროს აზუსტებს, მარგველაშვილს პაპუაშვილისგან მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით დეტალები აინტერესებს ანუ ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მედიასთან არ თქვა.

23 ივლისი, ხმაურიანი განცხადებიდან 3 დღე გავიდა , გიორგი პაპუაშვილის ელოდებიან  პროკურატურაშიც ძიება ჯერ არ დაწყებულა. მედია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრებს ელის  თუმცა პაპუაშვილი პლენუმის წევრებთან ერთად მეორე დღეა  გაფლანგვის მუხლის  კონსტიტუციასთან  შესაბამისობას ადგენს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი  გამოძიებას უნდობლობას უცხადებს თუმცა  სამართლებრივ რეაგირებას მაინც ელოდება. ირაკლი ალასანიასათავის ხმაურიანი განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არის .

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დეპუტატი გიორგი კახიანი თვლის,  რომ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლა  დროულ და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს რადგან საკუთარი გამოცდილებით იცის  რა როლი აქვს ქვეყანაში საკონსტიტუციო სამართალს

აქციები მოსამართლეების სახლებთან, კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ შესაძლო შანტაჟი ძველი ამბების ახალი გაგრძელებაა, იურისტი ფიქრობს, რომ  პაპუაშვილის ნათქვამი საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზეზი უნდა გახდეს

გიორგი პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის  საგანგებო გადაწყვეტილებების და პროცესების გაჭიანურების მოტივით  მოსამართლეებს აშანტაჟებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავს  სასამართლოს თავმჯდომარემ განცხადება ისე გააკეთა, რომ ზეწოლის ადრესატები არ დაუსახელებია.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები