კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
"მაესტროს" სიუჟეტის გამო აფთიაქი დალუქეს

მაესტროს ექსკლუზივი -დღე მეორე - ხუთ ლარად გაყიდური ფსიქტოროპული წამალი,,კონტაქტის“  მიერ აღმოჩენილ კანონდარღვევას რეაგირება ოპერატიული რეაგირება მოჰყვა.

რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტების გამო მარჯანიშვილის 35-ში მდებარე აფთიაქი დაკეტეს - შენობაში მედიცინის რეგულირების და კრიმინალური სამსახურის თანაშრომლები მუშაობენ.

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ რეგულაციებზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ურჩი ექიმების წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.

დალუქული აფტიაქი

ფსიქოტროპული აფთიაქი სადაც მედიკამენტები ყოველგავრი დაბრკოლების გარეშე გაიცემოდა, დილიდან დალუქულია.

„კონტაქტის“ ინფორმაციის საფუძველზე შპს „იმედში“ რეგულირების სააგენტო და კრიმინალური სამსახური ერთობლივად შევიდა. სამართალდამცველებმა აფთიაქში რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის არის მედიკამენტების ფორმა ნომერი 2-ის ანუ რეცეპტის გარეშე გაცემა და აღურიცხავი საქონელი.

შპს „იმედი“იგივე ბრალდებით ბოლოს 2 კვირის წინ დააჯარიმეს. მაშინ აფთიაქს 6 000 ლარის ოდენობის სახდელი დაეკისრა, დანაშაულის განმეორების გამო კი შპს „იმედს“ ამჯერად 12 000 გადახდა მოუწევს. მესამედ კი  ლიცენზია შეუჩერდება. აფთიაქს საქმიანობის უფლება გასულ წელს ერთხელ უკვე ჩამოერთვა, თუმცა მაშინ ის „მაგნოლიას“ სახელწოდებით ფუნქციონირებდა.

წელს მედიცინის რეგულირების სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობისთვის 328 აფთიაქი დააჯარიმა. გასულ წელს კი ოქმების რაოდენობამ 390-ს გადააჭარბა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით მოვაჭრე აფთიაქსითვის ლიცენზიის შეწყვეტა პრობლემას არ წარმოადგენს. მას შეუძლია იგივე ადგილზე, სხვა სახელით ფარმაცევტული საქმიანობის უფლება აღიდგინოს. ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემის მოგვარების ერთადერთ საშუალებად კანონის გამკაცრებას ასახელებს. პროექტი უკვე მომზადებულია.

ფსიქოტროპული მედიკამენტები ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება. ის იწვევს კუნთების მოდუნებას და არღვევს ცნობიერებას. წამლის გადაჭარბებული დოზა იწვევს კომას.

აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტებს ხშირად ნარკოდამოკიდებულები დეზომორფინის, ეგრეთწდოებული „კრაკაძილის“ დასამზადებლად იყენებენ. დეზომორფინი კი სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო ნარკოტიკია. ის სიკვდილს მცირე დროში - წელიწადნახევარში იწვევს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები