კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში

გიგი უგულავასა და კაბელების გაერთიანებული სარჩელის განხილვის გადადების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.


საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი ითხოვდა - პლენუმის განხილვამდე თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოჰყოლოდა.

ხუთ საათიანი შესვენების შემდეგ პლენუმის თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ სხდომა გაგრძელებულიყო. განმარტება გააკეთა ასევე, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი შუამდგომლობა არ უნდა იყოს აღქმული დროის გაჭიანურებად. პლენუმმა სარჩელის განხილვა დაიწყო. სხდომის გადადების მომხრეები იყვნენ მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა.

სხდომის გადადების წინააღმდეგი იყვნენ მოსარჩელე მხარის ადვოკატები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი სხდომის გადადების წინააღმდეგი არ ყოფილა. უგულავა-კაბელების გაერთიანებული სარჩელი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს. ეს ორი საქმეც სწორედ, გაფლანგვის ნაწილში გაერთიანდა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები