კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
დღის სიახლეები
20:51 / 09.05.2016
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თათია სამხარაძის მიერ წარდგენილი

ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა. ტასო ბარნოვად ცნობილი მსახიობი

საქალაქო სასამართლოს მიმართავს და კომპენსაციას ითხოვს. ამავდროულად

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შალვა რამიშვილიც და გიორგი ბახტაძეც

ქარტიის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა. რამიშვილი გადაწყვეტილებას

ეთანხმება. ტელეკომპანია იმედი  არა. ტელეკომპანიამ შალვა რამიშილთან

ერთად გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი დააბრუნა.
20:50 / 09.05.2016
დასავლური მედიისთვის ყველაზე სასურველი რესპონდენტი ჟურნალისტი-

საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ქეთევან ქარდავაა. მისმა

ფოტოებმა ბრიუსელის ტერაქტი აღწერა. ის თბილისში იმყოფება.

,,მაესტროსთან" საუბარში ქეთევან ქარდავამ მძიმე წუთები კიდევ ერთხელ

გაიხსენა. ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს, რომლებიც ტერაქტს შემთხვევით

გადაურჩნენ, ქარდავა ხშირად ხვდება. ყველა მათგანი ამბობს, რომ ისინი ამ

ფოტოებმა გადაარჩინა.
15:25 / 09.05.2016
დეპუტატი თამაზ მეჭიაური, ქართულ ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით
15:24 / 09.05.2016
წითელ მოედანზე, სახედრო აღლუმის შემდეგ გამარჯვების დღის აღნიშვნის ღონისძიებებმა მოსკოვის ქუჩებში გადაინაცვლა.
15:23 / 09.05.2016
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ გორშიც. ადგილობრივი ხელისუფლება, საბრძოლო დიდების მუზეუმთან იყო შეკრებილი.
13:23 / 09.05.2016
რუსეთში 9 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა, ტრადიციულად წითელ მოედანზე - სამხედრო აღლუმით დაიწყეს.
13:20 / 09.05.2016
9 მაისთან დაკავშირებით, ოთხი აქცია იგეგმება გორში. ადგილობრივი ხელისუფლება, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - საბრძოლო დიდების მუზეუმთან აღნიშნავს. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები
13:16 / 09.05.2016
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. თარიღის 71 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში დილიდან იკრიბებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი და პრემიერი. ვაკის პარკში შეკრებილებმა, დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი უცნობი ჯარისკაცის საფლავს და მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.
16:16 / 05.05.2016
ოჯახის განმარტების შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.
16:14 / 05.05.2016
ოპოზიციის წევრები პრეზიდენტს საარჩევნო სისტემის გერმანულ ვარიანტს წარუდგენენ. ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ ეს ვარიანტი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს. ამ ვარიანტის პარლამენტში გასახილველად, 76 ხმაა საჭირო, ინტერპარტიულ ჯგუფს იმედი აქვს, რომ ხმების ამ რაოდენობას მოაგროვებენ.

14:54 / 05.05.2016
დეპუტატები სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს უსმენენ. უჩა ნანუაშვილი ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სისტემასა და ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესებზე. სახალხო დამცველი ითხოვს, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელიც გააკონტროლებს და გამოიძიებს სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს. ასევე უჩა ნანუაშვილს კითხვები აქვს მოსამართლეთა დანიშვნის და დაწინაურების პროცესთან დაკავშირებით.დღევანდელ მოსმენას კანონმდებლებთან ერთად ესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და განათლების მინისტრის მოადგილე
13:51 / 05.05.2016
დღეს პრეზიდეტის ადმინისტრაციაში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართება. ერთ- ერთი მთავრი განსახილველი საკითხი არჩევნების თარიღია. ოპოზიცია აპირებს დააყენოს საკითხი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, კერძოდ საუბარია გერმანულ მოდელზე რომლის მიხედვითაც უნდა შენარჩუნდეს მაჟორიტარული არჩევნები, მანდატების განაწილება უნდა მოხდეს პროპორციული არჩევნებით. ცვლილებას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, საკმარისია 77 დეპუტატის მხარდაჭერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
ახალი ამბები