კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
დღის სიახლეები
12:43 / 29.06.2016
თბილისიდან ათათურქის აეროპორტის მიმართულებით ყველა რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც თურკისჰ Aირლინეს-ი განახორციელებს.
12:43 / 29.06.2016
ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს
21:35 / 28.06.2016
საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ასი ათასი ადამიანიდან 290 იღუპება. საშიში დასკვნა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. სტატისტიკა ოთხი წლის წინ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე მომზადდა
21:34 / 28.06.2016
ტელეკომპანია ,,მაესტრომ" სტიქიის შემდეგ დევდორაკის ხეობაში პირველი კადრები გადაიღო.ხეობაში ღვარცოფის მოვარდნის საშიშროება ამ ეტაპზე მოხსნილია. დაზიანებულ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შევიდა. სპეციალისტები მდინარე თერგის კალაპოტში დაბრუნებას ცდილობენ.
21:34 / 28.06.2016
ვიდრე სტეფანწმინდა- ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნება მოქალაქეები დანიშნულების ადგილზე ბაქოს გავლით მოხვდებიან. ალტერნატიული გზა 1300 კილომეტრით დაგრძელდა, მოიმატა მგზავრობის საფასურმაც
21:34 / 28.06.2016
ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდა. ერთი დოლარის ფასი სავალუტო ჯიხურებში 2 ლარი და 33 თეთრია. რამ გამოიწვია ლარის დევალვაცია, საერთაშორისო სავალუტო რყევებმა თუ
21:33 / 28.06.2016
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. მსხვერპლი ამჯერად სოფელ დუმასტურიდანაა. 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილის ოჯახმაც იცოდა მხოლოდ ის, რომ მათი შვილი თურქეთში მუშაობდა.
21:33 / 28.06.2016
,,დელტას" გათავისუფლებული ხელმძღვანელი ხმაურიან წერილს აქვეყნებს. უჩა ძოძუაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეილება სუბიექტურია და აუდიტის სამსახურს მისი საქმიანობის შესწავლას სთხოვს.
21:32 / 28.06.2016
სჭირდება თუ არა ქვეყანას სავალდებულო სამხედრო სამსახური, დავა ისევ გრძელდება. თავდაცვის მინისტრმა ღიად თქვა, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებებთან სრულ წინააღმდეგობაშ მოდის. დღესვე ორივე ერთად ერთ ღონისძებაზე გამოჩნდა და კამერების წინ თავდაცვის მინისტრმა ხანგრძლივ მეგობრობას გაუსვა ხაზი.
21:32 / 28.06.2016
თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მკითხველს წიგნი ,,უცნობი პორტისკენ" წარუდგინა. გუშინ კი თავად ანა დალიძე წარუდგინა საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილმა, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
21:31 / 28.06.2016
,,თავისუფალმა დემოკრატებმა" სახალხო კამპანია დაიწყეს. კამპანია, ე.წ. ,,კაბელების საქმეზე"გასამართლებულ თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანის საქმეს ეხება
21:31 / 28.06.2016
ოპოზიციის ლიდერების მოსმენისთვის და ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს
21:31 / 28.06.2016
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის დაწყებული სასამართლო დავა შესაძლოა შემოდგომაზე დასრულდეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ შემდეგი პროცესი 27 სექტემბერს ჩანიშნა, მანამდე კი მხარეებს მორიგება ურჩია.
ახალი ამბები