კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
უცხოეთი
„ეს იყო თურქეთისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა“

ეს იყო თურქეთისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე -

ასე აფასებს თურქეთში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯიპ ტაიპ ერდოღანი. ტერაქტების შემდეგ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. ამ დროისთვის ქვეყნის ძალოვანი უწყება ვითარებას აკონტროლებს. მუშაობა ნაწილობრივ განაახლა აეროპორტმაც.

 

სულ მცირე 36 დაღუპული და 150-მდე დაშავებული - თურქეთში  მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა. ოფიციალური ანკარას ცნობით, დაღუპულთა შორის, თურქეთის მოქალაქეების გარდა, უცხოელებიც არიან. თუმცა, ამ დრომდე მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

თურქეთის ხელისუფლება თავდასხმაში ტერორისტულ დაჯგუფება ‘’ისლამურ სახელმწიფოს’’ ადანაშაულებს.

ბინალი იდლირიმი; თურქეთის პრემიერ-მინისტრი

ჩვენ გვყავს გარდაცვლილები და დაჭრილები, ზოგი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი შესაბამისს სამედიცინო დახმარებას იღებენ. რაც შეეხება თავდასხმას გამოძიებამ ცხადყო, რომ მომხადრის უკან დაეში დგას.

ბეკირ ბოზდაგი; თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი

ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცეცხლი აკა 47 -ის ტიპის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით გახსნეს. შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

მიმდინარეობს გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება, რადგან ინფორმაციის ნაკადი საკმაოდ დიდია.

ოფიციალური ინფორმაციით, ათათურქის  საერთაშორისო აეროპორტში რადიკალი ისლამისტები  ტაქსით მივიდნენ. აეროპორტში შესვლისთანავე კი ცეცხლი გახსნეს.

პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ სამივე მათგანმა თავი აიფეთქა. დაიჭრა ერთი პოლიციელი. თურქეთის ძალოვანი უწყებები ამ დრომდე თავდამსხმელების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

ოსმან უჯარი; თვითმხილველი

ჩემს ჩემოდნებს ვამზადებდი, როდესაც აფეთქების ხმა გავიგე. პოლიციამ გვითხრა, რომ ყველა ძირს დავწოლილიყავით. მათ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლა იყო. ჩემთან ახლოს ადამიანი დაიჭრა. გავიგონე მეორე აფეთქების ხმაც.

ალი ტეკინი; თვითმხილველი

აფეთქება იყო ძალიან  მასშტაბური. გარდა აფეთქებისა იყო სროლაც. პირადად მე ორი აფეთქების ხმა გავიგონე. ეს საშინელება იყო.

ტერაქტიდან რამდენიმე საათში სტამბოლის ათათურქის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის აეროპორტში აღდგენილია ფრენების ნაწილიც. თუმცა საერთაშორისო აეროპორტი სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
12:08 / 09.11.2016
22 მოსწავლე და 6 მასწავლებელი - სირიაში მორიგი საჰაერო იერიში
მსხვერპლით დასრულდა.
22 მოსწავლე და 6 მასწავლებელი - სირიაში მორიგი საჰაერო იერიში მსხვერპლით დასრულდა.
11:25 / 27.10.2016
ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი
მიწისძვრა მოხდა.
ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
10:37 / 27.10.2016
ნიუ იორკში, მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი
დაშავდა.
ნიუ იორკში, მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაშავდა.
10:50 / 18.09.2016
ახალი ამბები