სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 36 ადამიანი და 147 დაშავებულია
აფეთქება ადგილობრივი დროით, 22:15 საათზე მოხდა
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი
ტერაქტების შედეგად დაღუპულია 36 ადამიანი,
თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაგის განცხადებით
, იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემები მოწმდება. ამ დროისთვის
დაზუსტებული ინფორმაციით კი, აფეთქების დროს 36 ადამიანი
გარდაიცვალა, ხოლო 147 დაშავდა.
„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 50-ს
აღწევს. მათი ვინაობა დგინდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,
დაშავებულია 147 მოქალაქე“, - განაცხადა იუსტიციის
მინისტრმა.
თურქეთის ყველაზე დიდ აეროპორტში აფეთქება ადგილობრივი დროით, 22:15
საათზე მოხდა. თურქეთის ოფიციალურ
პირთა განცხადებით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა პირმა
განახორციელა.
მათგან ერთ-ერთმა, აეროპორტის ტერიტორიაზე, ცეცხლი კალაშნიკოვის
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით გახსნა, ხოლო შემდეგ თავი
აიფეთქა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალქეები
არიან.