კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
თავდაცვა
გონიოში ორ ჯარისკაცს ეძებენ
გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.თავდაცვის სამინირომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენი საშუალებაც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში,  საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც  მებრძოლ-მყვინთავთა  კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

კაპრალი იაგო ვლადიმერის ძე შარაძე (დაბ. 07.02.1990) საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის  მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან  მსახურობს.

I კლასის რიგითი გიორგი გელას ძე ნანეტაშვილი (დაბ. 25.08.1992) კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი  ნანეტაშვილი  სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია",-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო
დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით
დაიწყებს.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.
10:40 / 01.11.2016
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
00:43 / 01.11.2016
2017
წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000
იქნება.
2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000 იქნება.
10:40 / 18.10.2016
 
გონიოში,
ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური 
ჩაერთო

 

გონიოში, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური  ჩაერთო
14:22 / 17.08.2016
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში
უშედეგოდ ეძებენენ.
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებენენ.
09:38 / 17.08.2016
ახალი ამბები