კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
თავდაცვა
ლევან იზორია: "ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ"
შინდისის ბრძოლიდან 8 წელი შესრულდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახის წევრებმა გაიხსენეს.

მათ პატივი მიაგეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიაში შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდიც გაიმართა.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები და ძმები გაგვიზარდეს,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მომავლის იმედის ისტორია უწოდა და აღნიშნა: „ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს თითოეული ჩვენთაგანისთვის - საამაყო. აქ 17 ქართველი ვაჟკაცი გმირულად დაიღუპა და მათი ვაჟკაცობით მტერიც კი გააოცეს. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათი დედების, მშობლების წინაშე! ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომლებმაც ასეთი ვაჟკაცები გაზარდა, იქნება უკვდავი და ყველა მტერს დაამარცხებს“.

მოგვიანებით ლევან იზორია შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.

გმირების მშობლებმა მინისტრს პრობლემები გაუზიარეს და მათი მოგვარების პირობაც მიიღეს.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო
დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით
დაიწყებს.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.
10:40 / 01.11.2016
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
00:43 / 01.11.2016
2017
წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000
იქნება.
2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000 იქნება.
10:40 / 18.10.2016
 
გონიოში,
ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური 
ჩაერთო

 

გონიოში, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური  ჩაერთო
14:22 / 17.08.2016
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში
უშედეგოდ ეძებენენ.
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებენენ.
09:38 / 17.08.2016
ახალი ამბები