კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
თავდაცვა
თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას შეხვდა
მინისტრების შეხვედრა ბარაკინის სასახლეში გაიმართა
იტალიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის შეხვდა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბარაკინის სასახლეში გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (შNGP) განხორციელებაში, კერძოდ კი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტში იტალიის ჩართულობის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი იყო. იტალიის თავდაცვის მინისტრი 2017 წელს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხითაც დაინტერესდა. მხარეებმა რუსეთის ქმედებებსა და რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილეს ყურადღება.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. "საქართველო მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იტალიის თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში. ყველა სახის თანამშრომლობიდან თუ ტრენინგებიდან ჩვენ ყოველთვის დადებით შეფასებას ვიღებთ საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ავღანეთის მისიაში. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი შთამბეჭდავი წვლილისთვის", - განაცხადა რობერტა პინოტიმ.

"ყოველთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია, როდესაც ქალ თავდაცვის მინისტრებს ვხვდები. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც. იტალიასა და საქართველოს ორმხრივ ფორმატში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. იმედი მაქვს, ვარშავის სამიტის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე იტალიის სასწავლო ცენტრთან. ძალიან ოპტიმისტური განწყობით მივდივართ სამიტზე და მჯერა, რომ ნატო, როგორც ინსტიტუცია და საქართველო-ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და სამიტის შემდეგ გვექნება კიდევ უფრო უსაფრთხო მსოფლიო", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბენედეტო დელა ვედოვას. დაგეგმილია შეხვედრა იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან როზა ვილეკო კალიპარისთან, ასევე, სტუმრობა იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო
დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით
დაიწყებს.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.
10:40 / 01.11.2016
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
00:43 / 01.11.2016
2017
წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000
იქნება.
2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000 იქნება.
10:40 / 18.10.2016
 
გონიოში,
ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური 
ჩაერთო

 

გონიოში, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური  ჩაერთო
14:22 / 17.08.2016
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში
უშედეგოდ ეძებენენ.
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებენენ.
09:38 / 17.08.2016
ახალი ამბები