კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
თავდაცვა
თინა ხიდაშელი: ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან
საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა მინისტრს ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გააცნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა ბანგიში ჩატარებული გამოძიების შესახებ ანგარიში ჯგუფის წევრების მიერ უშუალოდ მოისმინა და გაწეული სამსახურისთვის ქართული მხარის საგამოძიებო ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა მინისტრს ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გააცნეს.

მათი თქმით, სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა, ფოტოსურათებით ამოცნობა და ჩვენების ადგილზე შემოწმება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პროკურატურის გამომძიებლების თანდასწრებით განხორციელდა.

თინა ხიდაშელმა გამომძიებლისგან გამოძიების პროცესში დაგეგმილი შემდეგი ნაბიჯებიც მოისმინა და აღნიშნა, რომ ბანგიში მოპოვებული მასალების სამართლებრივი შეფასების შედეგად უახლოეს მომავალში მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ჯგუფის ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალიან წარმატებული იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სრულად ჩაეტარებინათ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. ძალიან სასიამოვნო, იმედის მომცემი ინფორმაციებით დაბრუნდნენ. ჩვენ წინასწარი მდგომარეობით, წინასწარი მოკვლევის ამ ეტაპზე, ნამდვილად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების პასუხი და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს პასუხი ამ ბრალდებებზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია - ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უბრალო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და უკვე გაეროსგან დაველოდებით შესაბამის ადეკვატურ განცხადებებს და პასუხებს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირას თავდაცვის უწყების თანამშრომლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული მოლაპარაკებებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გამოცდილებას ევროკავშირის წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

ასევე დაიგეგმა 6-თვიანი ანგარიშის მომზადება - უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გაკეთებული განცხადებიდან დღემდე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

2016 წლის მარტში გაერო-მ განცხადება, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შიდსთან მებრძოლმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "Code Blue Camnpaig"-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულმა სხვა ქვეყნების კონტინგენტების წარმომადგენლებმა 98 გოგონა გააუპატიურეს, რამდენიმე მათგანს კი ზოოფილიის აქტის ჩადენა აიძულეს, რისთვისაც დაახლოებით 9 აშშ დოლარი გადაუხადეს.

"Code Blue Campaign"-ში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება ფაქტებს, რომელიც 2013 წლიდან და ასევე, მარტის თვეში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო
დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით
დაიწყებს.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.
10:40 / 01.11.2016
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
00:43 / 01.11.2016
2017
წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000
იქნება.
2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000 იქნება.
10:40 / 18.10.2016
 
გონიოში,
ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური 
ჩაერთო

 

გონიოში, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური  ჩაერთო
14:22 / 17.08.2016
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში
უშედეგოდ ეძებენენ.
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებენენ.
09:38 / 17.08.2016
ახალი ამბები