კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
თავდაცვა
დისკუსია ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე ვარშავაში
თინათინ ხიდაშელი მარშალის ფონდში იმყოფებოდა.
პოლონეთის დედაქალაქში ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ნატოს "ღია კარის" პოლიტიკაზე ბოლო დისკუსია გამართა.
თინათინ ხიდაშელი მარშალის ფონდში იმყოფებოდა. მან მაკედონიელ კოლეგასთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ვარშავის სამიტის მოლოდინები განიხილა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, გაფართოების თემებზე, "ღია კარის" პოლიტიკაზე, სამიტის რეალისტურ მოლოდინებზე სწორედ პოლონეთის დედაქალაქიდან ვესაუბროთ როგორც ჩვენს აუდიტორიას, ასევე ჩვენს პარტნიორებს. მაკედონიის თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გვქონდა საშუალება, ძალიან საინტერესო აუდიტორიასთან გვესაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნებისთვის ამ ძალიან რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო ფორუმი სამიტამდე, რომელსაც GMF-მა უმასპინძლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთ ღონისძიებას თავისი წვლილი შეაქვს იმ პოზიტიური მოლოდინების პაკეტში, რომელსაც ჩვენ სამიტიდან ველოდებით", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ჩემს ძვირფას მეგობართან - საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს "ღია კარის" პოლიტიკაზე მესაუბრა. მან საქართველოს მისწრაფებების შესახებ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. მსგავსი დისკუსიები ალიანსის გაფართოებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ვარშავაში, სამიტამდე ორი კვირით ადრე. ღონისძიება მარშალის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების - მაკედონიისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, რაც ჩვენს ხალხს უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს. ჩვენი ქვეყნების მთავრობები ამ მნიშვნელოვან ალიანსში გასაწევრიანებლად გააგრძელებენ მუშაობას" - აღნიშნა მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა ზორან იოლევსკიმ.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო
დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით
დაიწყებს.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.
10:40 / 01.11.2016
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიღება იწყება.
00:43 / 01.11.2016
2017
წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000
იქნება.
2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 37 000 იქნება.
10:40 / 18.10.2016
 
გონიოში,
ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური 
ჩაერთო

 

გონიოში, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური  ჩაერთო
14:22 / 17.08.2016
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში
უშედეგოდ ეძებენენ.
გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებენენ.
09:38 / 17.08.2016
ახალი ამბები