ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცხოეთის მოქალაქეს, მხოლოდ ერთ ფინჯან
ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათია ჯანჯთავა ავრცელებს:
"ვინმემ იცით ამ კლუბის შესახებ? ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში,
უცხოეთის მოქალაქეს, , მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი
გადაახდევინეს! როცა გაუჩნდა კითხვა, რატომ ახდევინებდნენ ამდენს,
დაეხვია დაცვა და მოკვლით დაემუქრნენ! თავდაპირველად 700 ლარი
მოსთხოვეს, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მხოლოდ 500 ლარი ჰქონდა, ჩეკი
გამოწერეს 500 ლარზე. ადამიანი, რომელიც არის ძალიან კეთილი და
რიმელიც გასცემს უანგაროდ, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და
ქუჩაში უბრალო „მათხოვრებს" 50 ლარს ურიგებს, (ანუ მისთვის არც 500
ლარის გადახდა წარმოადგენს პრობლემას), არის ძალიან შეწუხებული და
აღშფოთებული ბათუმში ერთდღიანი ვიზიტით და ამბობს, რომ ის მზად არის
ყველას განუცხადოს ამის შესახებ. ის ფიქრობს, რომ მსგავსი რაღაც
არცხვენს და სახელს ულახავს საქართველოს, რაც აუცილებლად იმოქმედებს
ტურისტების რაოდენობაზეც“, - წერს ნათია ჯანჯღავა