კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
საპატრიარქო რომის პაპის თბილისში ჩამოსვლას მიესალმება
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ.

„​როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.

ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე ვრცელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები