კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 9 °C
img
ბათუმი 12 °C
img
თელავი 9 °C
img
ქუთაისი 17 °C
img
სოხუმი 11 °C
img
დუშეთი 8 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.2778
Down
GBP
GBP
3.7328
Down
RUB
RUB
4.6307
Down
TRY
TRY
0.5055
Down
USD
USD
2.9701
Down
საზოგადოება
”ეს შენ გეხება” ხელისუფლებას პატიმრების წამების კადრების დაბლოკვას და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

კამპანია „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას მოუწოდებს პატიმრების წამების   კადრების დროულად  დროულად დაბლოკვას და  დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით.

კამპანია „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას მოუწოდებს პატიმრების წამების   კადრების დროულად  დროულად დაბლოკვას და  დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით.

"კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.

ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია უარყოფითი პოზიცია ამგვარი კადრების (და მით უფრო) დაუშტრიხავი ფორმით საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით სავალალოა ის გარემოება, რომ ინტერნეტში განთავსებით ამგვარი მასალა ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ეძლევათ კადრების გადმოწერის, შენახვის, სხვადასხვა მიზნებით მათი მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. კადრების ამ ფორმით გავრცელება მიუღებელია. ეს არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალ ორგანიზაციებს ასევე არაერთხელ დაგვიფიქსირებია სრული მიუღებლობა წამების დანაშაულის მიმართ. ასევე მიუღებელია ამ დანაშაულის დაუსჯელობა ან არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელების გამოყენება წამების დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

სამწუხაროა, რომ ამ დანაშაულებსს დღემდე ვერ მიეცა ადეკვატური სამართლებრივი შეფასება, არ შეფასებულა პრობლემის ზუსტი მასშტაბი და სხვა გარემოებები, პასუხისმგებელი პირები უმეტესწილად დაუსჯელნი რჩებიან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ აღნიშნული თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი. მათ შორისაა საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ ფართოდ გავრცელებული და სისტემური წამება რეალურად არ არსებობდა და „ციხის კადრები“ გაყალბებულია/არ არის ავთენტური. ბუნებრივია, თუკი არსებობს ეჭვი ამა თუ იმ კადრის ავთენტურობიასთან დაკავშირებით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დასვას კითხვები და მიიღოს დამაჯერებელი პასუხები ამასთან დაკავშირებით; მაგრამ ამ დანაშაულის არსებობის უარყოფა, მაშინ, როცა ეს დადასტურებულია არა მხოლოდ კადრებით, არამედ ასევე კვლევებით და კონკრეტული საქმეებით, ხელს უწყობს პრობლემის მიჩქმალვას, წამების სისტემური დანაშაულში მონაწილე პირების დაუსჯელად დატოვებას, და შეურაცხყოფას აყენებს წამების მსხვერპლებს, მიმართულია რა მათ მიერ განცდილი ტრაგედიების უგულვებელყოფისაკენ.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა წამების დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის, ასევე ამგვარი კადრების გავრცელების პრევენციისა და მათი გავრცელების შემთხვევაში - დროულად დაბლოკვის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში თავისი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ პოლიტიკურმა ძალებმა თუ მედია საშუალებებმა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კადრების დროულად ამოღებასთან ერთად, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე.

მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები