კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
კრწანისში 250 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება
შემოდგომაზე, კრწანისის რაიონში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. კრწანისის #21, 900 კვ.მ მიწის ფართზე ორსართულიანი არასტანდარტული შენობის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე ფასადის შეღებვა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ობიექტი მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, დაათვალიერა.
ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 6 ჯგუფი შეიქმნება, მთლიანობაში კი, 250-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. ბაღში 40 -მდე ადამიანი დასაქმდება.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
„სრულდება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობა და ფასადის შეღებვაა დარჩენილი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მივეცი დავალება, უკვე დაიწყონ შენობაში ავეჯისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეტანა. დაწესებულება 250 აღსაზრდელს მიიღებს. ამის გარდა, სექტემბერში კიდევ ორი ახალი ბაღი გაიხსნება. ასე რომ, ამ სასწავლო წლიდან, ჯამში, 1 000-მდე ბავშვს მივიღებთ სკოლამდე სასწავლო დაწესებულებაში. ახალი პროექტების მიხედვით აშენებული ყველა ბაღი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამასთან, კვება, შენობაში არსებული სივრცისა და გასართობი კუთხის მოცულობა ზედმიწევნით აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. გარდა ამისა, წელს კიდევ რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა იწყება, სპეციალურად მომზადდა ენერგოეფექტური პროექტები, რათა მომავალში ელექტროენერგიისა და სხვა სახის ხარჯები მნიშვნელოვნად შევამციროთ. ასე რომ, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდით. ნელ-ნელა ვუახლოვდებით წერტილს, როცა არც ერთი ბავშვი არ დარჩება ბაღის გარეშე “, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები