კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
პრემიერმა თუშ მეცხვარეებს და ადგილობრივებს „თუშეთობა“ მიულოცა

კესელოს ციხე-კოშკებთან დღეს ვიზიტორთა სიმრავლეა. ომალო ტრადიციულ დღესასწაულს,

"თუშეთობას" მასპინძლობს. სახალხო ზეიმს  საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს "თუშეთობა" მიულოცა.

"მე ყველანაირი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მართლაც, ეს არის საქართველოს ანდამატი, ეს არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მიხარია, რომ თუშეთობას ერთად ვდღესასწაულობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ყველა აქ მაცხოვრებელს, იმისათვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგვინახეთ. ძალიან მიხარია, რომ ამ დღესასწაულში ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო თუშ მეცხვარეებს.  მივულოცო იმიტომ, რომ მათი მეშვეობით

მოხდა მოსახლეობის დამაგრება აქ. ეს არის გმირული საქმე და თითოეული თქვენთაგანი, თითოეული თუში აქ მაცხოვრებელი, არის საქართველოს ფარი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მესაზღვრე და თქვენი გმირობის მეშვეობით შევინარჩუნეთ ჩვენ აი ეს კულტურა,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თუშეთის განვითარებას, რომელსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით,  უკვე გამოცხადებულია ტენდერი თუშეთის გზის

პროექტირებაზე.

" ეს გზა აუცილებლად აშენდება და  იგი იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა, იმისათვის, რომ ყველა

ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა.

დღესასწაულზე მყოფი მთავრობის მეთაური   თუშ მეცხვარეებს შეხვდა და მათ პრობლემებს

გაეცნო.

"თქვენ არა მარტო შრომობთ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, ჩვენს საზღვარს,"- განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს.

"თუშეთობა 2016"-ის ფარგლებში, პრემიერ–მინისტრმა დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა

ცენტრი  და თუშური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, დააგემოვნა თუშური კერძები, დაესწრო საზეიმო კონცერტს, მშვილდოსნობას და სხვა ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს.

„თუშეთობის“ დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას - მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნიდან მოყოლებული, აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები