კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
დღეიდან ექიმებს რეცეპტის ელექტრონულად გაცემის საშუალება ექნებათ
ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო.

დღეიდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ელექტრონული რეცეპტი არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება ყველა ექიმის, პაციენტისა და სააფთიაქო დაწესებულების მიერ.

"სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მისი პირველი სასწრაფო ეტაპი ახლა დაიწყება, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. ტესტირება დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ, ტექნიკური ხარვეზები გამოსწორებულია და დღეიდან ის ამოქმედდება .მისი უპირატესობა, პირველ რიგში არის ის, რომ მოიხსნება ქაღალდის ტარების საჭიროება, რაც დიდი კომფორტია, რადგან პაციენტს ექიმთან ვიზიტისას შეეძლება მხოლოდ მისი სახელი- გვარით და პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, რომ გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, ისტორია. რეცეპტი გამოიწერება ასევე ელექტრონულად და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა, პაციენტი ეტყვის მის პირად ნომერს და აფთიაქი გასცემს დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტს", - აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განმარტებით, რეცეპტის გაცემის მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა დროს მოითხოვს, ამიტომ პირველ ეტაპზე შენარჩუნდება გაცემის ძველი, აქამდე არსებული მეთოდიც. მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი სარგებელი რამდენიმეა, მათ შორის იზრდება პაციენტის უსაფრთხო მკურნალობის დონე, ვინაიდან განულდება ექიმის მიერ მედიკამენტის დასახელების არასწორად ჩაწერისა და გაურკვეველი ხელნაწერით გამოწვეული არასწორი მკურნალობის რისკი.

"ექიმს საშუალება ექნება, ასევე გადახედოს მედიკამენტოზური მკურნალობის ისტორიას, რაც შეამცირებს წინა მკურნალობასთან შეუსაბამო დანიშნულების გამოწერის რისკს"'- აღნიშნა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი ელექტრონული პროგრამა ასევე ხარისხის კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი იქნება და გააკონტროლებს იმ ექიმებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ზომაზე მეტ მედიკამენტს უნიშნავენ პაციენტს.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროგრამაში გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებია, დროთა განმავლობაში კი ელექტრონული რეცეპტის გაცემის პროექტი მთელს საქართველოს მოიცავს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები