კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
საგარეო უწყება თურქეთში ტურისტული მიზნით გამგზავრების მსურველებს მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში ტურისტული მიზნით მიმავალი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით გამგზავრების შემთხვევაში მუდამ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„თურქეთის რესპუბლიკაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა არ ვრცელდება ქვეყანაში ტურისტული მიზნებით მოგზაურობის მსურველ პირებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს მიერ გაკეთდა შესაბამისი განმარტება, სადაც აღინიშნება, რომ 2016 წლის 21 ივლისს მთელს ქვეყანაში სამი თვით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართლებრივი წესების ფარგლებში შემოღებული რეგულაციების პაკეტს, ითვალისწინებს უსაფრთოხების ზომების გამკაცრებას მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან სახელმწიფოს ბრძოლის საკითხში.

აღნიშნული რეგულაციების პაკეტი არ ითვალისწინებს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას. დაწესებული უსაფრთხოების ზომები არანაირ გავლენას არ ახდენს თურქეთის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და თურქეთში ჩამოსული სტუმრების გადაადგილებასა და დასვენებაზე, არ ქმნის რაიმე სახის წინაღობას საერთაშორისო ტურიზმსა და საჰაერო გადაადგილებებზე. არ არსებობს რაიმე უარყოფითი მდგომარეობა,რომელიც გავლენას მოახდენს თურქეთის სხვადასხვა ადგილას მყოფი სტუმრების უსაფრთხო დასვენებაზე, - აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ტურისტული მიზნით გამგზავრების შემთხვევაში მუდამ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მისდიონ თურქეთის ხელისუფლების შესაბამის მითითებებს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები