კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სულხან მოლაშვილის ჩამოსვენება
სულხან მოლაშვილის პანაშვიდი 3 და 4 ივლისს გაიმართება, 5 ივლისს, კი ვაკე-საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალავენ.
სულხან მოლაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, წუხელ, სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოლაშვილის ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ.
სულხან მოლაშვილის პანაშვიდი 3 და 4 ივლისს გაიმართება, 5 ივლისს, კი ვაკე-საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალავენ.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე პარიზში, 29 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფოსათვის 3 მილიონი ლარის ოდენობის მატერიალური ზარალის მიყენება, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უფლებამოსილების გადამეტება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამდენიმე ეპიზოდში ბრალდების მოხსნის შემდეგ კი სასჯელის ზომა 1 წლით შეუმსუბუქა. სულხან მოლაშვილმა საპატიმროში 4 წელი დაყო. 2008 წელს იგი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა.
სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას მისთვის 20 000 ევროს კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის 4 მუხლი, რომლებიც შეეხება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, დისკრიმინაციისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დაუშვებლობა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები