კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
დაბინძურებული ჰაერი და „პარტიზანი მებაღეების“ აქცია
დაბინძურების მთავარ მიზეზად ავტომანქანებს გამონაბოლქვი და არასაკმარისი გამწვანება სახელდება.
ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც ჩანს დედაქალაქში ფიქსირდება, კვლევა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა.
დაბინძურების მთავარ მიზეზად ავტომანქანებს გამონაბოლქვი და არასაკმარისი გამწვანება სახელდება.
ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა სპეციალური მილებით გაიზომა.
მილები თბილისსა და რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა ადგილზე, შუქნიშნების ბოძებზე განთავსდა. თითო წერტილის დაკვირვება დაახლოებით 2 კვირა გრძელდება.
მეტროსადგურ ისნის გარდა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დასაშვებზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, მელიქიშვილის გამზირზე და მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პრობლემაზე დროული რეაგირებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი და ტოქსიკოლოგი დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ ჯანმრთელობის საფრთხეებზე მიუთითებს. მედიკოსი აღნიშნავს, რომ იზრდება სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების რისკები.
მოქალაქეთა აზრით, ჰაერის დაბინძურებისს ერთ-ერთი წყარო გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გამწვანების ნაკლებობაც არის.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგიც გამოქვეყნდა.
დასკვნაში წერია, რომ საქართველო ჰაერის დაბინძურების კუთხით საგანგაშო მაჩვენებელი აქვს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ მონაცემს არ ეთანხმებიან და უახლოეს მომავალში ვითარების გასაცნობად უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას ელოდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები