კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
პილიგრიმული კატალოგი
ტურიზმის ეროვნულმა დეპარტამენტმა პირველი  პილიგრიმული კატალოგი "მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში" გამოსცა.
ინფორმაცია ძეგლების, ქვეყანაში დაცული სიწმინდეების, არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, ფრესკებისა და რელიგიური დღესასწაულების შესახებ ტურიზმის ეროვნულმა დეპარტამენტმა ერთ მთლიანობად აქცია და პილიგრიმული კატალოგი "მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში" გამოსცა.
პირველი პილიგრიმული კატალოგის პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა.

კატალოგი ქართულთან ერთად რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. მის შექმნაში საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საპატრიარქო მონაწილეობდა.

კატალოგი რელიგიური ტურიზმის განვითარებას ემსახურება და ქვეყანაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს.
93-გვერდიანი კატალოგის მეშვეობით მოგზაურებსა თუ დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ პილიგრიმულ მარშრუტებს და ისარგებლონ რეკომენდაციით.
კატალოგში ქართული ძეგლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვითაა დაყოფილი. მათ შორის მოხვდა ატენის სიონი და სვეტიცხოველი.
ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტი კიდევ ერთი რელიგიური კატალოგის გამოცემას გეგმავს.
ის ამჯერად ებრაელი მოგზაურებისთვის იქნება გათვლილი.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები