კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 16 °C
img
ბათუმი 17 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
დუშეთი 15 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.2855
Down
GBP
GBP
3.6878
Down
RUB
RUB
4.6066
Down
TRY
TRY
0.5215
Down
USD
USD
2.9607
Down
საზოგადოება
ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა გაიმართა

მკაცრად დაგმეს საოკუპაციო ძალების ქმედებები. 


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 67-ე შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ
აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე,
რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებს.
ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს საოკუპაციო ძალების ქმედებები და
აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეხვედრის მხარეებს მიაწოდეს. ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია 28 ივნისს გაუჩინარებული ნიკა საღირაშვილის შესახებ,
რომლის თაობაზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ რამდენჯერმე იყო გააქტიურებული.
ქართულმა მხარემ მოითხოვა საოკუპაციო ზოლთან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული
ვიდეოკამერის ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია და მიიღო დაპირება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან,
რომ უახლოეს დღეებში მონაცემებს მიაწვდიან. წინა შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარეებს ოკუპირებულ სოფელ ხეითის ტერიტორიაზე
ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდეს.
დღევანდელ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ დარბევის ფაქტი არ დაადასტურა.
აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გრძელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით,
რომელსაც აქვს მანდატი ცხინვალის რეგიონში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი,
რომელზეც მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები