დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს
დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე
შეზღუდვა შეეხება:
პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას, დები იშხნელების, ჩიქოვანის,
ახალშენის,
იოსელიანის, ჭიათურის, ბზვანელის, კოსტავას (ნაწილობრივ) და
ბალანჩივაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას
გამზირის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, კანდელაკის, ჭელიძის,
ზემო ვეძისის, ოდესის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ცხინვალის,
ონიაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის და
ლუქსემბურგის ქუჩების მოსახლეობას .
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VI და VII
მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ვაზისუბნის I მიკრორაიონის, კაკაბეთის, მესხეთის, ხარაბაძის, ტოლენჯის
და ყვარლის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილი-3 X
კვარტლის, სამგორის II დასახლების II ქუჩის, გახოკიძის, კალოუბნის,
შუამთის და ბერიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ათონელის, თაბუკაშვილის, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის და ჭანტურიას
ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა
შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზიგზაგის I, II ქუჩების, ცოტნე
დადიანის, ჩარგლის და ბოგვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება
აღუდგება.