კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
ონკოლოგთა ასოციაცია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
"მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას.
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ასოციაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

"მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას.

ამიტომ, ვუერთდებით "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ინიციატივას და მოვითხოვთ პარლამენტმა უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში და ტრანსპორტში აიკრძალება თამბაქოს მოწევა, უარს ვიტყვით თამბაქოს რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, გამარტივდება ადმინისტრირება, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და განხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული ღონისძიებები.

მრავალ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შემდეგ ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იკლებს ფილტვის კიბოს სტატისტიკა. საქართველოში კი ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება. სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება. წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევები. აღნიშნული დაავადებები ახალგაზრდავდება და უკვე ხშირია ქალებს შორის.

ანალოგიური მდგომარეობაა გულსისხლძარღვთა, რესპირაციული, პედიატრიული, რეპროდუქციული და მრავალი სხვა დაავადებების მხრივ. უამრავი პათოლოგიის თავიდან აცილება უფრო იოლად შეიძლება თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით, ამიტომ ვთხოვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და დაიცავს მისი მომაკვდინებელი ზეგავლენისაგან თაობებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები