კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო ცენტრი ანზორ მელიას სასამართლოში უჩივლებს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ანზორ მელიას ბრალდებებს პასუხობს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო პერიოდში  ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას
.დაუპირისპირდა
"გადაცემა "ბიზნესკურიერის" ეთერით ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები სხვა კლინიკებთან კორუფციულ გარიგებებსა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, "არამიანცის" ტერიტორიაზე განლაგებულ კლინიკებს 90%–ით შეუმცირდათ პაციენტთა ნაკადი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ცენტრის მიერ ამოღებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ არათუ იკლო, არამედ მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ სატელევიზიო ეთერამდე რამდენიმე დღით ადრე, ანზორ მელია შეხვდა ცენტრის დირექტორს, თავად გაეცნო ამ მონაცემებს და არანაირი პრეტენზია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ არ გამოუთქვამს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხორციელდება კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით. შესაბამისად, "ბიზნესკურიერში" გასული რეპორტაჟი მთლიანად აგებული იყო ცრუ ბრალდებებზე, რაც პირდაპირ ლახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომუშავე თანამშრომლების, ექიმების ღირსებას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად და ხშირად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს "უმოქმედო" უწოდა, რასაც მოჰყვა ანზორ მელიას ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული ბრალდებები. ცენტრის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს პროცესები დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

ბუნებრივია, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან. ცენტრმა შეძლო და დანერგა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პროგრამები. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამან გააღიზიანა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ნაწილი და ისინი წინასაარჩევნო პერიოდში დაუპირისპირდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას.

მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის საპასუხოდ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, კერძოდ: ცენტრი "ბიზნესკურიერის" გუნდს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში წარმოადგინოს კორუფციული სქემებისა და გარიგებების დამადასტურებელი ფაქტები და დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ცენტრი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

რაც შეეხება ანზორ მელიას, ცენტრის იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს, რომელიც უახლოეს საათებში შევა სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.


 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები