კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 20 °C
img
ბათუმი 18 °C
img
თელავი 17 °C
img
ქუთაისი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
დუშეთი 16 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.2860
Down
GBP
GBP
3.7223
Up
RUB
RUB
4.6659
Up
TRY
TRY
0.5225
Up
USD
USD
2.9759
Up
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ჯარში "იწვევს"
მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2016“ 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით  გაიმართება.

მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2016“ (Nobel Response – 2016) 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით  გაიმართება.
თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს სპეციალურ სწავლებაზე იწვევს. უწყების  ინფორმაციით, „რთულად პროგნოზირებად საინფორმაციო გარემოსთან“ ადაპტირებისათვის, მედიის წარმომადგენლებს „ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში“  სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სპეციალური წვრთნის გავლა მოუწევთ.

მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2016“ (Nobel Response – 2016) 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით  გაიმართება.

პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, ჟურნალისტების, რეპორტიორების და ოპერატორების ტრენინგია.

მონაწილეობის მსურველები 5 დღის განმავლობაში, სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 5 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.

სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს.

შესაბამისად სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. ასევე, გაეცნობიან ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები