კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
შსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული დ. ფ., 1987 წელს დაბადებული ვ. კ., 1970 წელს დაბადებული კ. დ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს მოტყუებით დაეუფლნენ. ისინი, აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებულ თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ, ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3362 ლარი, ხოლი სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი.

სამართალდამცველებმა, დ.ფ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 19 სიმ-ბარათი და სიმ ბარათის მოსათავსებელი პლასტიკური ბარათი, 1 პორტატიული კომპიუტერი, ინტერნეტმოდემი, 2 მობილური ტელეფონი და ჩანაწერებიანი ბლოკნოტი ამოიღეს. პოლიციამ, დ.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 2 მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ-ბარათები ამოიღო. ვ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ასევე დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ერთი მობილური ტელეფონი და 2 სიმ-ბარათი.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, ქურდობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები