კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
პროკურატურა პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "მაესტრო" უცვლელად გთავაზობთ: „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენისა და დამნაშავე პირთა იდენტიფიცირების მიზნით.
პატიმართა წამების ამსახველი, საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალის ირგვლივ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა არაერთი პირის მიმართ, მათ შორის როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირების, ისე მათდამი დაქვემდებარებული საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ, კერძოდ:
ე.წ. „კარანტინის დაშლის“ საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა მიმართ 2013 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმართა ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დამნაშავედ იქნენ ცნობილი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსანდრე ჯანჯღავა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების რეჟიმის სამი კონტროლიორი ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ბორის ფარულავა და გიორგი კვარაცხელია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცრები მანუჩარ ლომთაძე, თემურ ჭაჭია, მათე ელბაქიძე და დავით მეცხოვრიშვილი, ასევე ამავე დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია.

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ასახულ „პატიმრის ცოცხით წამების ეპიზოდზე“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა 2013 წლის 14 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და დასახელებული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ პატიმრის წამების ფაქტზე.

გარდა აღნიშნული ეპიზოდებისა, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული პატიმართა წამების სხვა ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ და სასამართლოს მიერ დამნაშავეებად იქნენ ცნობილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, დაწესებულების რეჟიმის კონტროლიორები ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და ამავე განყოფილების უფროსი ინსპექტორი ბორის ფარულავა.
დასახელებულ დანაშაულებრივ ეპიზოდებზე უკვე დასრულებულია სამართალწარმოება და მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამების ფაქტები, როგორც აღინიშნა ვიდეო მასალაზე დაფიქსირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე მომხდარია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც მიეცნენ პასუხიგებაში და მათ მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ვიდეო მასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. „ციხის კადრების“ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები