კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 16 °C
img
ბათუმი 18 °C
img
თელავი 14 °C
img
ქუთაისი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
დუშეთი 14 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.2797
Up
GBP
GBP
3.6989
Up
RUB
RUB
4.6131
Down
TRY
TRY
0.5224
Up
USD
USD
2.9691
Up
სამართალი
"„ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია არ გაუუქმდება"
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია არ გაუუქმდება.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი, მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიმართ. საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო მხარეთა შორის დავის საგანს საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა.

„მოსარჩელემ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიერ შემუშავებულ შეთავაზებაში ამომრჩევლების მიმართ, აღნიშნულია პუნქტი, რომლის თანახმადაც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება იღებს ვალდებულებას, რომ 50 დღეში, ყველა პენსიონერი ვინც გამოთქვამს სურვილს დ გაივლის რეგისტრაციას პარტიაში, მიიღებს რუსულ პენსიას, რომელიც საშუალოდ არის 400 ლარი. აღნიშნული შეთავაზება გაჟღერდა სატელევიზიო ეთერითაც.
მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი შეთავაზება წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, რის გამოც მას უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია. მოპასუხე მხარემ, თავის მხრივ, არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის შეთავაზება ეხება სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმს, რომლის ფორმას მხოლოდ სახელმწიფო განსაზღვრავს, შესაბამისად მისი უზრუნველყოფა მხოლოდ იმ პოლიტიკური გაერთიანების კომპეტენცია იქნება, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს და ამ გზით მოიპოვებს პოლიტიკურ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონით „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ გათვალისწინებული, დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა, იმავე კანონის მიხედვით არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ხსენებული აკრძალვის ზღვარი კანონმდებელმა დაადგინა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ამომრჩეველთა ხმების, ფულადი სახსრების სანაცვლოდ მიღებასა და სახელმწიფოს პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას შორის, რომლის მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს არ შეექმნათ დაბრკოლება წარუდგინონ ამომრჩევებს საკუთარი ხედვა და პროგრამა სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო მისაღებია თუ არა შეთვაზება, ამას ამომრჩეველი განსაზრღვრავს კენჭისყრის დროს“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები