კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი-88“-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავეს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი-88“-ის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა.
ამის შესახებ პრკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თაბუკაშვილს სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებისა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვას ედავებიან.
“ზურაბ თაბუკაშვილმა პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით, ამხანაგობის ინტერსების საწინააღმდეგოდ, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა საცხოვრებელი ბინებით დასაკმაყოფილებლად გაიცემოდა 7250 კვ.მ. საცხოვრებელი და 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფს” უნდა განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ამხანაგობაში სხვა პირთა გასაწევრიანებლად და საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად.

ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა არათუ არ უზრუნველყო ამხანაგობის წინაშე დასახული მიზნის - სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, არამედ მისთვის მინიჭებული, ამხანაგობის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოიყენა ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ქონების მითვისებისა და გაფლანგვისთვის. ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ 2004-2016 წლების პერიოდში სხვადასხვა მობინადრის ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისთვის, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ცალკეული მობინადრის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი-88“-ს ანგარიშზე შეტანილი ან პირადად ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილისთვის გადაცემული დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 1 048 747 აშშ დოლარი და 219 950 ლარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ თაბუკაშვილისთვის ცნობილი იყო მისი საქმიანობის თაობაზე წარმოებული გამოძიების შესახებ, იგი კვლავ აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და მის მიერ ამხანაგობის ანგარიშზე შესული თანხის მითვისება განხორციელდა გამოძიების მიმდინარეობის პარალელურადაც, 2016 წლის იანვარშიც.

მანვე ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ს დამფუძნებელ წევრთა მიერ მისაღები 7250 კვ.მ. საცხოვრებელი ფართიდან სხვადასხვა პირებზე გაასხვისა ხუთი საცხოვრებელი ბინა, რითაც გაფლანგა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა დიდი ოდენობით ქონებრივი უფლება და ამხანაგობის წევრებს მოუსპო საცხოვრებელი ფართის მიღების სამართლებრივი საფუძველი.

ზურაბ თაბუკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (34 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცადებაში.
ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი-88“ 1988 წელს თბილისში, ლევან თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ დაარსდა. ამავე ქუჩაზე, ამხანაგობის წევრებმა ძველი ავარიული სახლები დაანგრიეს და ახალი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყეს. კორპუსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ-პოინტი“ აწარმოებდა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები