კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
პროკურატურამ კობა დავითაშვილის ცემის საქმე გახსნა
საქართველოს პროკურატურამ, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო  აქციის დროს,

კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.

კერძოდ, დადგენილია, რომ 2007 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა,  თავისთან კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს  გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები  და  ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე  აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.

ზურაბ ადეიშვილისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით ქარსელაძემ, 2007 წლის 07 ნოემბერს, დილის საათებიდან შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ,,ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაანაწილა, სადაც მალევე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობა დავითაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის ესაჭიროებოდათ.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა კობა დავითაშვილი შენიშნეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსმა ედიშერ კობახიძემ ამის შესახებ დავით ქარსელაძეს აცნობა, რომელიც თავის მხრივ შემდგომი მითითების მისაღებად ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიღო დავალება, რომ  თავისუფლება აღეკვეთათ კობა დავითაშვილისთვის  და გადაეყვანათ საგამოძიებო სამსახურის შენობაში. ამ დავალების შესაბამისად,  ედიშერ კობახიძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ  სპეცრაზმელებთან  ერთად, ძალადობის გამოყენებით კობა დავითაშვილი იძულებით  ჩასვა იქვე მდგარ თეთრი ფერის ,,ფორდი“-ს მარკის ავტომობილში, რის შემდეგაც გაერიდნენ ბაზრობის ტერიტორიას. ვინაიდან, კობა დავითაშვილს თავისუფლების აღკვეთისას, თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი, ედიშერ კობახიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კვლავ დავით ქარსელაძეს, რომლის დავალებითაც, გატაცებული და ნაცემი კობა დავითაშვილი ნაცვლად საგამოძიებო სამსახურისა, გადაიყვანეს  გორის ჰოსპიტალში, სადაც იგი მოთავსებული იყო მომდევნო დღის 08 საათამდე.

აღნიშნულ საქმეზე, დღეს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,-აცხადებენ პროკურატურაში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები