თაღლითობის ბრალდებით თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
საკრებულოს
წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის,
მომსახურების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, დავით გასოევი
დააკავა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ
მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთის
საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გამოიყენებდა
საკუთარ კავშირებს თბილისის საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი
მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული თანხის
ნაწილის, 2 000 დოლარის აღების ფაქტზე დააკავა", - აცხადებენ
უწყებაში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.