კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
„მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება კანონის გვერდის ავლით მოხდა“
ომბუდსმენის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის მასალებს
საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
როგორც დასკვნაშია ნთქვამი, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება კანონის გვერდის ავლით მოხდა.
"საქმის შესწავლის ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის მასალებს; შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოაღნიშული გადაწყვეტილება "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით მიიღო, შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული აღნიშნული კანონით განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური საქმე არ განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ორგანოებს, არ იქნა დაცული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვერ მოხდა აცილების უფლების რეალიზება და სხვა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია.
"საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 55–ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური ზემოქმედების შესაბამისი ღონისძიება – სასამართლოს თავმჯდომარის ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული ნორმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ ყურადღების მიღმა დარჩა.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია თუ რა სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მამუკა ახვლედიანის, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მხრიდან.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ზემოთ აღნიშული და სხვა გარემოებების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა და გამოთქვამს იმედს, რომ ასეთ პრაქტიკას მომავალში ადგილი არ ექნება", - ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები