"სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ" კანონში და მისგან გამომდინარე სხვა
საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები პარლამენტარებმა მესამე მოსმენით
მიიღეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2016 წლის 12 ივნისს,
მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ
ღონისძიებაზე, შსს-ს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა,
რომელიც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეებისა
და მაშველებისთვის წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით
დანამატების დაწესებას, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო
გარანტიების პოლიციელებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
2016 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა
სამსახურის გავლისა და სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ შსს-ს
მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.
"სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში და მისგან გამომდინარე
სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები პარლამენტარებმა მესამე
მოსმენით მიიღეს.
ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ფუნქციის მიხედვით
მეხანძრე-მაშველთა, მაშველთა და სამოქალაქო შემადგენლობებად დაყოფა,
რაც სახელმწიფო რესურსების სწორად გამოყენებას ხელს შეუწყობს.
კანონპროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის და მაშველებისთვის დამატებით
ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც მათ სოციალური და სამართლებრივი
დაცვის კუთხით პოლიციელებთან ათანაბრებს, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებსა
და მაშველებს:
2016 წლის 1 სექტემბრიდან "სამოქალაქო უსაფრთხოების" შესაბამისი
სპეციალური წოდება მიენიჭებათ;
ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდებათ დანამატი ნამსახური
წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო;
განესაზღვრებათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება,
აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები;
სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცემათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს ექნებათ დაზღვევის
შესაძლებლობა;
მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის
სრულად ანაზღაურება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით;
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველის და
მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის
შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, 2017 წლის 1 იანვრიდან დაინიშნება
სახელმწიფო კომპენსაცია.
აგრეთვე, მნიშვნელოვანი სიახლეა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი
მეხანძრე-მაშველის და მაშველის ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიური
1000-ლარიანი კომპენსაციის დაწესება.
მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიერ ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო და
საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელების დროს ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას
მეხანძრე-მაშველის და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების
შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ერთჯერადად 100 000
ლარის ოდენობის კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯი - 500 ლარი
გადაცემათ.
კანონი ასევე დაადგენს სამსახურში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და
შრომის პირობებს, როგორიცაა: სამსახურში მიღება, შვებულება და
სამსახურიდან დათხოვნა.