კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ზაფხულის სეზონი კურორტ გოდერძიზე
გოდერძი წელს ერთდროულად 150მდე დამსვენებლის მასპინძლობას შეძლებს.
კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი გაიხსნა. დამსვენებელს ზღვის დონიდან 2 366 მეტრზე აჭარის უკვე კარგად ნაცნობ ზღვისპირა ქალაქებთან შედარებით აქ განსხვავებული რეალობა ხვდება. კურორტზე ზაფხულის სეზონი წელს პირველად გაიხსნა.
საბაგირო უკვე ჩართულია, 7 კოტეჯი და ერთი სასტუმრო კი ტურისტების მისაღებად მზად არის. სეზონის გახსნაზე, ზემო აჭარაში მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, 2017 წელს გოდერძიმდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც დამსვენებელს კურორტზე მოხვედრას გაუადვილებს.
ტურისტებისთვის საბანაკე ტერიტორიაც მოეწყო. სტუმრებს სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტზე ადგილობრივი პროფესიონალი გიდები მოემსახურებიან. ტერიტორია კეთილმოწყობილი და სასმელი წყლით უზრუნველყოფილია.
2017 წელს კურორტამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. ხულო ადიგენის 50 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დამსვენებელს კურორტზე მოხვედრას გაუადვილებს. ახალ გზასთან და გოდერძის კეთილმოწყობასთან ერთად, კურორტის გაზიფიცირებაც იგეგმება.
ტერიტორიაზე მალე დასასვენებელი კომპლექსი განთავსდება. 3120 კვ. მეტრზე 100 ნომერიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც 250-მდე დამსვენებლის მომსახურებას შეძლებს. კომპლექსის მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა, მისი დასრულება კი, 2018 წლისთვის იგეგმება.
კურორტზე ამ ეტაპზე 7 კოტეჯი და ერთი სასტუმროა განთავსებული.
გოდერძი წელს ერთდროულად 150მდე დამსვენებლის მასპინძლობას შეძლებს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები