კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
რეგიონები
„Check in Georgia” ქართველი შემსრულებლების კონცერტი ახალციხეში
მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება.

 

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 30 ივნისს, 20:00 საათზე, ახალციხელობის დღესასწაულზე, რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება ანსამბლ „შვიდკაცას“, სოფო და ბორის ბედიების, თემურ ყვითელაშვილისა და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი.

აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5” და ხოსე კარერასი.

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის
პროექტირება იწყება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება.
10:47 / 27.10.2016
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
10:19 / 17.08.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო
ატენი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა.
14:18 / 16.08.2016
 
პარკი,
სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული
საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

 

პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.
11:14 / 14.08.2016
ყვარლის რაიონის
სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი
იპოვეს.
 

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

 

12:49 / 10.08.2016
ახალი ამბები