კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
რეგიონები
ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს
ეკომიგრანტ ოჯახებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სპეციალური ტრენინგიც ჩაუტარდათ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, ლეილა ბალაძის 7-სულიან ეკომიგრანტ ოჯახს ესტუმრნენ.
მინისტრმა და გუბერნატორმა, ცენტრ "აფხაზეთის" წარმომადგენლებთან ერთად, ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს.
დევნილტა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც მოინახულა და მათთვის გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთი" ეკომიგრანტებს 5 კულტივატორი (მინიტრაქტორი), 6 ბალახის საჭრელი აპარატი (სათიბელა), 4 ჯაჭვური ხერხი, წყლის გამფრქვევი ("კერხერი"), წყლის ავზი და სხვა მოწყობილობები დაურიგა.
"საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერების" პროექტის ფარგლებში, სულ 42 ოჯახი დაფინანსდა, მათ შორის 36-ს მსხვილფეხა პირუტყვი გადაეცა. აღნიშნულ პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ეკომიგრანტ ოჯახებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სპეციალური ტრენინგიც ჩაუტარდათ.
აჭარის მთავრობამ კი, იმ ეკომიგრანტ ოჯახებს, რომლებიც სტიქიამ აჭარის რეგიონში დააზარალა ახალ სახლში გადასასვლელად ტრანსპორტირების ხარჯებისთვის დამატებით 1500 ლარი გამოუყო.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან 2014 წელს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გასულ წელს 53 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები შეისყიდა.
პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის პარალელურად, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, მათ საჭიროებებზე მორგებული, მცირე გრანტებიც გადაეცათ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის
პროექტირება იწყება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება.
10:47 / 27.10.2016
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
10:19 / 17.08.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო
ატენი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა.
14:18 / 16.08.2016
 
პარკი,
სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული
საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

 

პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.
11:14 / 14.08.2016
ყვარლის რაიონის
სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი
იპოვეს.
 

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

 

12:49 / 10.08.2016
ახალი ამბები