კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
რეგიონები
აჭარა უცხოური მედიის ობიექტივში
რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით დეპარტამენტი 16 პრესტურის ორგანიზებას გეგმავს.

აჭარის ტურისტული პოტენციალი და გასტრონომია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია.
რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას სამიზნე ქვეყნების პოპულარული ტელევიზიები სპეციალურ გადაცემებს უძღვნიან.
რეგიონს თურქეთში რეიტინგული ტელეარხის Iძ თV გადამღები ჯგუფი სტუმრობს, რომლის წამყვანიც აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობს და აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემას ამზადებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10 სამიზნე ქვეყნიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ისრაელი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი) 90-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა.
მათ შორის "Моя планета"- ს, "ПЯТНИЦА"- ს, ჩNN თურკი-ს, AთV - ს, თV3-ს, თრაველ ჩჰანნელ, ჩჰანნელ 10 და Gოოდ Lიფე ჩჰანნელ-ს გადამღები ჯგუფები, რომლებიც აჭარაში მოგზაურობისა და სამზარეულოს შესახებ სარეკლამო გადაცემებს ამზადებენ ისრაელში, პოლონეთში, ლიტვაში, თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში.
გადაცემები, სადაც წამყვანები მილიონობით მაყურებელს რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ეთერში ივნისსა და ივლისის დასაწყისში გავა.
თუმცა რეგიონის მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებისკენ მაყურებელს უკვე მოუწოდა "Моя планета"- ს წამყვანმა ანტონ ზაიცევმა, რომელმაც აჭარაში გადამღებ ჯგუფთან ერთად მარტში იმოგზაურა. ( ჰტტპს://გოო.გლ/HთQჩიჟ)
რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით დეპარტამენტი 16 პრესტურის ორგანიზებას გეგმავს.
მედიატურების ფარგლებში წლის ბოლომდე აჭარას 125 ჟურნალისტი ესტუმრება, რაც სამიზნე ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სარეკლამო სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.
"წელს, სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში პრესტურების ორგანიზებისას აქცენტს პოპულარული ტელეარხების გადამღები ჯგუფების მოწვევავაზე ვაკეთებთ. ამ გადაცემებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს, რომელთა გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას თუ სად გაატარონ ზაფხული მსგავსი ტიპის სამოგზაურო გადაცემებიც ახდენს. ტელეწამყვანები, აჭარაში მოგზაურობისას მაყურებლებს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ.
მთლიანობაში 2016 წელს დეპარტამენტი 30-მდე პრესტურს გაუწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონის შესახებ გადაცემებს, ტელე-რადიო სიუჟეტებს და სტატიებს 200-მდე ჟურნალისტი მოამზადებს," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
გარდა აჭარაში მოწვეული ჟურნალისტებისა, ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი სამიზნე აუდიტორიას "აჭარის დღეები"-ს ფარგლებში 5 სამიზნე ქვეყნის დედაქალაქში (მინსკი, ვარშავა, ასტანა, ვილნიუსი, თელ-ავივი) გააცნო. რეგიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 450-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს, რასაც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში სტატიებით, ბლოგებითა და ტელე-რადიო სიუჟეტებით გამოხმაურება მოჰყვა. წლის ბოლომდე რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე აუდიტორიისთვის დეპარტამენტი დამატებით 5 სამიზნე ქვეყანაში გეგმავს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის
პროექტირება იწყება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება.
10:47 / 27.10.2016
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
10:19 / 17.08.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო
ატენი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა.
14:18 / 16.08.2016
 
პარკი,
სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული
საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

 

პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.
11:14 / 14.08.2016
ყვარლის რაიონის
სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი
იპოვეს.
 

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

 

12:49 / 10.08.2016
ახალი ამბები