კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პრესა
AFP: საქართველო, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი

 

სააგენტო "ფრანს პრესი" საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის კომენტარები, რომელიც ვარშავის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებს ეხება.

საქართველო, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომლის სამიტი ვარშავაში 8 და 9 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესს" სამშაბათს, 21 ივნისს პოლონეთის დედაქალაქში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა განუცხადა: "ბევრი მიზეზის გამო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა მან და მაგალითად მონტენეგროს გაწევრიანება და აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერება დაასახელა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ალიანსის ყოფნას აძლიერებს, სადაც როტაციის პრინციპით ოთხ ბატალიონს აგზავნის. მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და ბუნებრივია, ეს იმედს მატებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს: "ჩვენ შეიძლება შემდეგი ვიყოთ, ნატოსთვის შემდეგი ეტაპი", - აღნიშნა ქალბატონმა ხიდაშელმა, რომელიც ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა და დისკუსია ღია კარის პოლიტიკას ეხებოდა.

"ნატოს აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერება საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში არსებულ მიზნებთანაც არის დაკავშირებული, რადგან ეს ერთგვარი მშვიდობის მომტანი ხდება იმ მუქარებისა და საფრთხეების ფონზე, რაც აღმოსავლეთიდან შეიძლება მომდინარეობდეს ამ ქვეყნების მიმართ (იგულისხმება ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები). ჩვენ საერთო მეზობელი გვყავს, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევებს გვიქმნის", - აცხადებს ის და რუსეთის დასახელებისგან თავს იკავებს; შემდეგ კი აგრძელებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაშიც გვეხმარება.

სხვათა შორის, თბილისი ვარშავის სამიტზე იმედოვნებს პაკეტს, რომელიც პრაქტიკულ ზომებზე იქნება დამყარებული, რათა ნატოსთან თავისი არმიის თავსებადობა გააუმჯობესოს. მართალია, საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ალიანსის წევრობის მიწვევას მიიღებს, მაგრამ იმედი აქვს იმ დაპირების დადასტურებისა, რომელიც დეკემბერში ბრიუსელში გაისმა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მინისტრებმა პირველად შეთანხმებით განაცხადეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს", - ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 

 

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე მუშაობა დასრულებულია.
12:03 / 27.06.2016
ახალი ამბები