კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ეკონომიკა
პრემიერი: მანავში ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა
პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა, ეს საკითხი მოიკვლიოს
ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს რაიონში შარშან, ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში თანხა არ არის მისული ადრესატამდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა, ეს საკითხი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, ჩართონ შესაბამისი უწყებები.

"ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა არის განხილვადი", – განაცხადა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიას განცხადებით, ეს პრობლემა ცნობილია, საუბარია რამდენიმე სოფლიდან 50 მევენახეზე და ჯამში 200 ათას ლარზე მეტია დავალიანება.

"იყო გამოძიება, რომლის შესაბამისად, კომპანიას არ გააჩნია ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და მაქსიმალურად ვეცდებით რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, რომ მინიმალური იყოს ზარალი", – განაცხადა დანელიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
00:26 / 15.12.2016
ეროვნული
ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და
ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
15:38 / 01.12.2016
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი
რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს
გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს
11:45 / 27.10.2016

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტმა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა
14:31 / 26.10.2016
ახალი ამბები