კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
28 დეკემბრის ანონსი
ანონსი

10:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დასაქმების მიმართულებით ინოვაციურ მექანიზმს - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლისთვის ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, თბილისი (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)

საკ. პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120 009

10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი" გაიმართება.

10:00 საათზე, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: შარტავას #7

საკ. პირი: ნინი მთვარაძე 598 141 151

10:30 საათზე, ”პირველის“ პრესკლუბში, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი შოთა გულბანი და თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: “2016 წლის ეკონომიკის მიღწევები და ჩავარდნები”; “2017 წლის გამოწვევები”

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული.

საკ. პირი: თამთა კალანდაძე - 595 037 722

11:00 საათზე, ”პირველის“ პრესკლუბში, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი”

მის.: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული.

საკ. პირი: თამთა კალანდაძე - 595 037 722

11:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ”დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს და სპეციალურ განცხადებას გააკეთებს - მარიხუანას პუპულარიზებასა და იმ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც წლის ბოლოს იგეგმება.

მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკ. პირი: ეკა გულუა 599 726 565

11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში პროფკავშირების ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

11:30 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ახალგაზრდა შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დედა თამარ ლორთქიფანიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ”ახალგაზრდა შემოქმედები, რომლებიც გადაღებაზე იმყოფებოდნენ 4 ქვეყანაში მალაზია, ტაილანდი, შრილანკა და ინდოეთი და უნიკალური დოკუმენტური მასალა გადაიღეს, „ფლაი დუბაის“ შეცდომის გამო საქართველოში ვერ ბრუნდებიან”

მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკ. პირი: ეკა გულუა 599 726 565

11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის.: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

11:45 საათზე, „პირველის“ პრესკლუბში, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი გურამ ფალავანდიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ”გურამ ფალავანდიშვილის პერსონალური განცხადება”

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული.

საკ. პირი: 595 037 722 - თამთა კალანდაძე

12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება.

მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა კომისიის 2016 წლის საქმიანობას შეაჯამებს და 2017 წლის გეგმებზე ისაუბრებს.

მის.: ა.მიცკევიჩის N19

12:00 საათზე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ”საკონსტიტუციო მისია და კომისიის მუშაობის ვადები”; ”ისლამისტების სამიზნეები”; ”ნარკოპოლიტიკა და დაანონსებული მარიხუანას პუპულარიზების აქცია”; ”მიმდინარე პოლიტიკური საკითხები”.

მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკ. პირი: ეკა გულუა 599 726 565

12:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

მის.: შალვა დადიანის ქუჩა 2/1

საკ. პირი: ბელა გომურაშვილი 599 901 408

12:30 საათზე, „პირველის“ პრესკლუბში, ”დემოგრაფიული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ”ზვიად ტომარაძე სკონსტუტიციო კომისიას ოთხ საკონსტუტიციო ცვლილებას სთავაზობს”.

მის.: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული

საკ. პირი: თამთა კალანდაძე 595 037 722

13:00 საათზე, დედა ენის ბაღში, "ქალთა ფონდი საქართველოში" აქტივისტებთან ერთად აქციას გამართავს, წინასაახალწლოდ ხეების მასიური ჭრის და ნაგვის სეგრეგაციის თანამედროვე სისტემის არარსებობის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები პლასტმასის გამოყენებული ბოთლებისგან დიდ ნაძვის ხეს ააგებენ და სათამაშოებს დაამზადებენ.

საკ. ტელ: 598 212 225

13:00 საათზე, ქალაქ ონში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთი მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი მაირ მამედოვი ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ და ონის ცენტრში ჩირაღდანს აანთებენ.

14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, (ოთახი№305) წიგნის - „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“ - პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: მის: ჩარგლის ქ. №73

საკ. პირი: მედა წივწივაძე: 577 494 935

14:45 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა განვლილი წლის შედეგების პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.

მის.: სასტუმრო ,,თბილისი მარიოტი“

15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის.: ქუთაისი, დარბაზი 307

16:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიის მცველების" მიერ სიმბოლური აქცია - "მორთე ცოცხალი ნაძვი, შეინარჩუნე ბუნება" გაიმართება.

17:45 საათზე, ”დედაენის ბაღში”, საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ მორიგ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატებს გადასცემს.

საკ. პირები: ვახტანგ კუპრავა 599 501 014; ლელა წიკლაური 577 745 353; ნინო ედილაშვილი 595 044 480

18:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, თამარ ნიჟარაძის და ნანა გოგიბერიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით - „შობის ვარსკვლავი“.

18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტურ კორპუსს სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოებს.

მის.: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. #7

საკ. პირი: გიორგი ზოიძე 599 291 202

18:30 საათზე, „მწერალთა სახლში“, მოთხრობების კრებულის - „მოკლული ქალების ამბების“ წარდგენა გაიმართება.

19:00 საათზე, პარლამენტთან, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა აქციას - "მიხედეთ ხალხს" გამართავს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები