კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 23 °C
img
ბათუმი 20 °C
img
თელავი 19 °C
img
ქუთაისი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
დუშეთი 17 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.4507
Up
GBP
GBP
3.8350
Up
RUB
RUB
4.3040
Up
TRY
TRY
0.4457
Up
USD
USD
3.0594
Up
ანონსი
18 ნოემბრის ანონსი
ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა ექსპერტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

10:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული.
10:45 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში" არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელიც აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და რეფორმებს მართლმსაჯულების, არჩევნების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
მის: კოსტავას ქ. #14

11:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით სპორტული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია 2016 გაიმართება . 

მის: ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული. ტელ: 598544415
11:00 საათზე, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში მსახიობი დიმიტრი ჯაიანი ბრიფინგს გამართავს.
11:00 საათზე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პროკურატურის გადაწყვეტილება გახმაურებული საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით და გია გვიჩიანის საქმე, რომლის შესწავლა სახალხო დამცველის ოფისში სოფიო ხორგუანმა დაიწყო - რა წერია ომბუდსმენის დასკვნაში.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე, კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საერთაშორისო ორგანიზაციები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, გენდერისა და სოციალური თემების ადვოკატირების სპეციალისტები დისკუსიას გამართავენ.
თემა: მონაცემების განმხოლოების მნიშვნელობა კვლევებისა და შეფასებისთვის.
სასტუმრო „რუმსი“, ღონისძიებების დარბაზი
11:30 საათზე, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მათ შორის, ისაუბრებს მთავრობის პოლიტიკაზე ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე, „პირველის პრესკლუბში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი და იურისტი ნესტან ლონდარიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეები. ცენტრმა კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე - 595 03 77 22

11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა ბრიფინგს გამართავს.

12:00 საათზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი, პოლიტიკური პარტია „საქართველოს მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნების, სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძესთან დაკავშირებული საქმე და მინისტრის განაცხადება; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გახსნის.
მის.: ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. #26

12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე ბრიფინგს გამართავს.

12:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ბრიფინგს გამართავს.
13:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ბრიფინგს გამართავს.
14.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება.
14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, “ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“.
16:00 საათზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
16:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი-ინნში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: 26 მაისის მოედანი N1

17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს“, „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტისა“ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში აიდას რიტის ვასილაუსკასის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ”შემოქმედების იმპულსები და რიტმები” გაიხსნება.
მის: სიონის ქ. ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები