კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ანონსი
21 ოქტომბრის ანონსი
ანონსი
10:00 საათზე - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს შპს „G&A Group” ეწვევა.
მის: დ. თავდადებულის ქ. N29

10:00 საათზე - სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ შვედეთის ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ფორუმი „მდგრადი მეწარმეობა“ გაიმართება.

10:00 საათზე - ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მის: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა

11:00 საათზე - სოფელ რუისთან, "აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსი" ოფიციალურად გახსნება.
მის: თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი, 95-96კმ, სოფ. რუისის გადასახვევი.

11:00 საათზე- საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს, შპს „მეგაპლასტს“ ეწვევა.
მის: ფეიქრების ქ. #14

11:00 საათზე - „მარშალპრესის“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: არჩევნების მეორე ტური; სააკაშვილის განცხადება; პრემიერის ინიციატივა.
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

11:00 საათზე - "თავისუფალი საქართველოს" ლიდერები იპოთეკით დაზარალებული ოჯახის გამოსახლებას გააპროტესტებენ.
მის: თბილისი, თემქა, მე-3 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპ 24 ბ. 112
საკონტაქტო პირი: თენგიზ ომანიძე 599 299 338

11:30 საათზე - „მარშალპრესის“ პრესკლუბში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: არჩევნების მეორე ტური; საკონსტიტუციო უმრავლესობა, პრემიერის ინიციატივა; სააკაშვილის განცხადება.
მის: მაჩაბლის ქ. #7
საკონტაქტო ტელ: 599 261 414

12:00 საათზე - „რეპორტიორის“ პრესკლუბში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 საათზე - თბილისის იუსტიციის სახლში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს, იუსტიციის სახლსა და ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
თემა: იუსტიციის სახლის ოპერატორები მომხმარებლებისთვის პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას შეძლებენ.
მის: სანაპიროს ქ.#2

12:00 საათზე - სასტუმრო ”ჰუალინგში” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 საათზე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქუთაისში რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩას გახსნის.

12:00 საათზე - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წარმოადგენს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშს.
მის: შალვა დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო ტელ: 514 00 84 48

12:30 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, „მრავალეროვანი საქართველო“ და სხვები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: 8 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობისას დამკვირვებლებზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების არაეფექტური გამოძიება.

13:00 საათზე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამთავრობო VIP-ში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
თემა: საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის 9 თვის მონაცემების შეჯამება და სხვა მიმდინარე საკითხები.

16:00 საათზე - კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ პირველი საჯარო ლექცია-კონცერტი გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები